16 აპრილი 2024,   17:03
ვრცლად
"მოძალადეების ფრაგმენტულ ანასხლეტებს ვხედავ შიგნით" - ეკა ბესელია კადრების გავრცელებასა და თანაგუნდელებზე

"ქართული ოცნება" უახლოეს დღეებში შეხვედრას გამართავს - ამის შესახებ განცხადება, მმართველი გუნდის დეპუტატმა ეკა ბესელიამ გააკეთა. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე დააყენებს ის იმ საკითხებს, რომელზეც მისი პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროების შემდეგ ლონდონიდან საუბრობდა. 

„პარტიაში იქნება ამ დღეებში შეხვედრა და  რა თქმა უნდა ამ თემაზე ვაპირებ თაობას. პარლამენტის თავმჯდომარე არ დამკავშირებია. რა თქმა უნდა რამდენიმე ადამიანი ჩვენი პარტიიდან მესაუბრა და ყველა მახსოვს  ვინ მესაუბრა და ვინ როგორ. მაგრამ განუზომლად ბევრი უცხო ადამიანი მეხმიანება. ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი რაც ხდება ამ ორი დღის განმავლობაში. მე ვერც კი წარმოვიდგენდი უამრავი უცხო ათასობით ადამიანი მწერს,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება თანაგუნდელების თანადგომას, ეკა ბესელია აცხადებს, რომ მას გუნდის რამდენიმე წევრი დაუკავშირდა, თუმცა მათშორის არ ყოფილა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

ეკა ბესელიას თქმით, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ზოგიერთი წევრის მიერ გაკეთებული განცხადებები, ძალიან ჰგავდა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებებს. გვრიტიშვილმა თქვა, რომ შესაძლოა საკუთარი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები თავად ეკა ბესელიამ გაავრცელა.

„კომენტარებს, რომ ვუყურებდი რამდენიმეს კომენტარში რაღაც არამყარი და მინიშნებითი რაღაცეები დავინახე არავის არ უნახავს, მართალი არ არის თუ რაღაც მსგავსი გვრიტიშვილის, მთლად ისეთის საშინელი აზროვნების არა, მაგრამ რაღაც მაგდაგვარი მენიშნა. ამიტომ პირველი რაც უნდა დავინახო ამ პროცესს და ამ გზავნილს თუ ამ არაჯანსაღ აზროვნებას ემიჯნება ყველა თუ არა. რაც შეეხება მოძალადეებს, კი სამწუხაროდ რაც დავწერე ასეა. ამის ფრაგმენტულ ანასხლეტებს ვხედავ შიგნით,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

კითხვა დაუკავშირდა თუ არა მას ბიძინა ივანიშვილი, ეკა ბესელიამ ღიად დატოვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები