24 აპრილი 2024,   13:57
ვრცლად
"უდანაშაულოდ ჩამისვეს შვილი ციხეში" - ლუკა ჩხეტიას ოჯახის წევრებმა პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს

ლუკა ჩხეტიას ოჯახის წევრებმა და ომის ვეტერანებმა პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს. აქციის მონაწილეები უკრაინისა 6 და საქართველოს ერთი დაკავებული მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვენ. ჩხეტიას ოჯახის წევრები მის უდანაშაულობაზე საუბრობენ. 

დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვას ედებათ ბრალად.

"უდანაშაულოდ ჩამისვეს შვილი ციხეში, პატრიოტი ბიჭი, 4 წელი სამხედრო ჯარს ემსახურებოდა, 2-ჯერ ავღანეთში ნამყოფია. სანამ ზუსტ პასუხს არ მივიღებ დედიკო, მანამ ვიშიმშლებ. ძალა როცა შემომელევა მაშინ გამოვალ გარეთ, ავიღებ ბენზინს, გადავისხამ თავზე ხო და დავიწვავ თავს," - აცხადებს ლუკა ჩხეტიას დედა.

დღის ამბები