20 აპრილი 2024,   13:43
ვრცლად
რეგიონებში კომერციული გაზის ტარიფი იზრდება - მეწარმეები ამბობენ, რომ პროდუქტის გაძვირება მოუწევთ 

რეგიონებში კომერციული აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი სულ მცირე, 11 თეთრით იზრდება. ამის გამო კი რეგიონებში პური, დაახლოებით, 10 თეთრით გაძვირდება.

რეგიონებში კომერციული აბონენტებისთვის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება „სოკარ ჯორჯია გაზმა“ მიიღო. ამას კომპანია ლარის კურსის გაუფასურებით ხსნის. ახალი ტარიფი ძალაში გაზაფხულიდან შევა.

ბუნებრივი აირის ტარიფი მხოლოდ საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის იზრდება, მაგრამ „სოკარ ჯორჯია გაზის“ ეს გადაწყვეტილება მაინც მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას. მათ ყველაზე საჭირო საარსებო პროდუქტი - პური უძვირდებათ.

მცირე მეწარმეები, რომლებსაც ტარიფი უძვირდებათ, შიშობენ, რომ შესაძლოა, საცხობების დახურვა მოუწიოთ.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ გადაწყვეტილებას საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის 11 თეთრის გაძვირების შესახებ, უარყოფითად აფასებს ენერგოომბუდსმენი.

ახალი ტარიფი პირველი მარტიდან შევა ძალაში და კომერციული ობიექტების მფლობელებს რეგიონებში ბუნებრივი აირი 11 თეთრით გაუძვირდებათ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები