18 აპრილი 2024,   10:40
ვრცლად
"გამწოვ მილში რაღაც იყო გაჭედილი" - ექსპერტკრიმინალისტებმა ტრაგედიის ადგილზე მუშაობა დაასრულეს 

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სახლში სადაც 7 ადამიანი დაიღუპა, ექსპერტ კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. მათ ბინაში წყლის გამაცხელებლის მილი მოხსნეს. მილის მოხსნის დროს, მასში გაურკვეველი ნივთი იყო გაჭედილი. გავრცელებული ცნობით, გაურკვეველი ნივთი შესაძლოა ჩიტის ბუდე იყოს.

სამართალდამცველები პირად საუბრებში ერთ-ერთ ვერსიად მილში ნამწვის დაგროვებას ასახელებენ. მათი თქმით, შესაძლოა მილმა ნამწვი ვერ გაატარა და ის საცხოვრებელ სახლში დაგროვდა. თუმცა ეს მხოლოდ ვერსიად განიხილება და კითხვას, რამ გამოიწვია აირის დაგროვება და 7 ადამიანის გარდაცვალება, პასუხი ექსპერტიზამ უნდა გასცეს.

ქეთევან წამებულის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი, სადაც დღეს ტრაგედია დატრიალდა, ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, ბინა კი დალუქულია.

ამავე თემაზე
დღის ამბები