18 აპრილი 2024,   12:56
ვრცლად
ახალციხეში ძეგლის სტატუსის მქონე მე-18-ე საუკუნის აღმოსავლური ტიპის აბანო სავალალო მდგომარეობაშია

ახალციხეში, სავარაუდოდ მე-17-ე მე-18-ე საუკუნეებში აშენებული აღმოსავლური ტიპის აბანო, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს სავალალო მდგომარეობაშია. ნაგებობა ჯერ კიდევ 2011 წელს შეისწავლეს, თუმცა მას შემდეგ მეპატრონეების მოთხოვნის მიუხედავად ყურადღება არავის მიუქცევია. ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის პროექტი მხოლოდ ახლა, მისი თავიდან აღმოჩენის შემდეგ შემუშავდება, თუმცა ამ პერიოდში მეპატრონეებს შენობაში სასტუმროს რემონტის შეჩერება გაურკვეველი ვადით მოუწევთ.

ვის ეკუთვნოდა ნაგებობა თავდაპირველად, არ იციან ამჟამინდელმა მეპატრონეებმა. ციალა შავაძე იხსენებს, რომ მამამთილმა შენობა დაახლოებით 70 წლის წინ იყიდა, აქ ფიცრები, ნახმარი ბოთლები და საპნები დახვდათ. როგორც ადგილობრივებისგან გაიგეს, სარდაფის სივრცე საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ატარებდა.

კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად და მისი მნიშვნელობის გასარკვევად წლების განმავლობაში მიმართავდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა პასუხი ვერასოდეს მიიღეს.

ნაგებობით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დაინტერესდა. თბილისიდან ახალციხეში სპეციალისტი გაგზავნეს, რომელმაც ადგილზე მისი შესწავლა დაიწყო.

ციხისძირის 6 ნომერში მდებარე ნაგებობას სტატუსი 2011 წელს მიენიჭა, იდენტიფიცირება კი ახლა მოხდა. 

დღის ამბები