24 აპრილი 2024,   07:36
ვრცლად
"შიშის მეტი არაფერი არ არის" - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმრებას სთხოვენ

„შიშის მეტი არაფერი არ არის,“ - ასე ეხმაურება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა რუსი მესაზღვრეების მიერ საგუშაგოს მოწყობას.

სოფელ ხურვალეთთან ოკუპანტებმა საგუშაგოს მოწყობის სამუშაოები განაახლეს. ამჯერად რუსმა მესაზღვრეებმა სათვალთვალო კოშკი მასხალათით შებურეს.

ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას და სამშვიდობო მისიების წარმომადგენლებს სთხოვენ.

„გუშინ დაამთავრეს. პირდაპირ მე მიყურებენ და მერე პრობლემები უნდა შემექმნას... ვინც მოსასვლელია, მთავრობა არ მოდის, არ გვაკითხავს და იმათი შიშით რა უნდა ვთქვა,“ - ამბობს ადგილობრივი.

საოკუპაციო ხაზთან საინჟინრო დანაყოფი დღეს დილიდან შეუფერხებლად მუშაობს. ადგილზე მობილიზებულია ქართული პოლიციაც.

დღის ამბები