საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ემიგრანტების შეხვედრას ლიეჟში პროვოკაციების გარეშე არ ჩაუვლია. „კურიერის“ კამერამ კონგრესის სასახლის უკანა პერიმეტრზე საქართველოდან საგანგებოდ ჩასული სუს-ის, ის წარმომადგენლები დააფიქსირა, რომლებიც შეხვედრის ჩასაშლელად და პროვოკაციის მოსაწყობად ჩასულ ქართველებს კურირებდნენ.
კონგრესის შენობაში ის ემიგრანტებიც იმყოფებოდნენ, რომელიც „ქართულ ოცნებას“, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაში ეხმარებოდნენ. ერთ-ერთმა ასეთმა ადამიანმა შეხვედრის შემდეგ პროვოკაციის მოწყობაც სცადა.
ბელგიაში,საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ემიგრანტების შეხვედრის ჩასაშლელად განსაკუთრებული მობილიზება იყო, მათ შორის კონკრეტული ჯგუფი ემიგრანტებს პროვოკაციის მოწყობის სანაცვლოდ თანხასაც სთავაზობდა.