24 აპრილი 2024,   13:21
ვრცლად
“ევროპული საქართველო” ბინის გამქირავებლებისთვის მიკრო მეწარმის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

“ევროპული საქართველო” ბინის გამქირავებლებისთვის მიკრო მეწარმის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით, ბინის გამქირავებელი, ვისი შემოსავალიც წელიწადში ბინის გაქირავებიდან 30 ათას ლარს არ აღემატება, იმ 5 %-იანი გადასახადიდან გათავისუფლდება, რომელსაც ისინი საკუთარი ბინის გაქირავებისთვის იხდიან.

“ევროპული საქართველო” ასევე მიიჩნევს, რომ სემეკმა კომუნალური ტარიფები გაქირავებულ ბინებში სამომხმარებლო დონეზე უნდა დატოვოს და ის კომერციულ ტარიფად არ უნდა ჩაითვალოს.

„თუ ბინის გაქირავებიდან წლიური შემოსავალი 30 ათას ლარს არ აღემატება ჩვენ ვითხოვთ,რომ ასეთი გამქირავებლების 5 პროცენტითაც არ დაიბეგრონ. ვიდავებთ სემეკთან იმის თაობაზე, რომ არ გადაიყვანოს ბინის გამქირავებლები კომერციულ ტარიფზე, რომლებიც დღეს გაზზე, წყალზე და დენზე საყოფაცხოვრებო ტარიფით სარგებლობენ,“-ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები