18 სექტემბერი 2021,   23:58
ვრცლად
"შეგნებულად იყო ეს ყველაფერი პროვოკაციაზე წამოსაგებად" - პირადი ცხოვრების კადრებზე დაკავებული ზაალ ლატარია

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტზე დაკავებულ სპეცრაზმელის ოჯახის წევრები მის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ. ზაალ ლატარიას გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვას და გავრცელებას ედავება. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით გაავრცელა. 

დაკავებამდე სამართალდამცველები ყოფილი სამხედროს სახლს 3 საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ. სისხლის სამართლის ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სულ 18 პირია დაკავებული.

"ტელეფონიც შემოწმებული აქვთ, ვერაფერი ვერ იპოვეს, ალბათ შეგნებულად იყო ეს ყველაფერი პროვოკაციაზე წამოსაგებად. მიზეზი ის არის რომ მე ვარ მებრძოლი, მიზეზი ის არის რომ ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანას შევწირე ბავშვობიდან დღემდე, ახლა ვარ განადგურებული,"-აცხადებს ზაალ ლატარია. 

დღის ამბები