საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციასთან შეხვედრაზე გააკეთა.
გენერლების დელეგაციას, გენერალ ფილიპ ბრიდლავის ხელმძღვანელობით, მამუკა ბახტაძემ საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა ხაზი გაუსვა აშშ-სთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.
საუბარი რეგიონში არსებულ გამოწვევებს და შავი ზღვის უსაფრთხოებას შეეხო. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქართველო - აშშ-ის თანამშრომლობა ეკონომიკურ სფეროში.
პრემიერმა ხაზი გაუსვა აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭერას, რასაც საქართველოს მხარდამჭერი არაერთი საკანონმდებლო აქტი და რეზოლუციაც ადასტურებს.