19 აპრილი 2024,   14:13
ვრცლად
ვენესუელის  ქვეყნის დროებითი მმართველი  კრიზისის მოსაგვარებლად საერთაშორისო გაერთიანებას ყველა ვარიანტის განხილვისკენ მოუწოდებს

ვენესუელის კრიზისის მოსაგვარებლად ქვეყნის დროებითი მმართველი საერთაშორისო გაერთიანებას ყველა ვარიანტის განხილვისკენ მოუწოდებს. განცხადება ხუან გუაიდომ საზღვარზე მომხდარი სისხლიანი შეტაკებების შემდეგ გააკეთა.

გავრცელებული ცნობით, ბრაზილიის საზღვარზე დაპირისპირების დროს სამხედროებმა 25 დემონსტრანტი მოკლეს. მოსახლეობა არმიისგან საზღვრის გახსნას და ვენესუელაში საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებას შეშვებას ითხოვს.

არეულობის დროს 100-ზე მეტი ჯარისკაცი მადუროს რეჟიმს განუდგა და თავი კოლუმბიას შეაფარა. სამხედროების განცხადებით, მათი ოჯახის წევრების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

დღის ამბები