25 აპრილი 2024,   09:05
ვრცლად
ილონ მასკის "სფეისიქსმა" კოსმოსში ახალი ხომალდი გაუშვა

ილონ მასკის კომპანია სფეისიქსმა კოსმოსში ახალი ხომალდი გაუშვა, რომელმაც მომავალში რუსული სოიუზი უნდა ჩაანაცვლოს.

ხომალდი ქრუ დრაგონი, რომელიც 7-კაციან ეკიპაჟზეა გათვლილი, პირველ ექსპედიციას უპილოტო რეჟიმში ახორციელებს. ბორტზე მანეკენი სახელად "რიპლი" იმყოფება.

5 მეტრის სიგრძის კაფსულა კანავერალის კონცხიდან წარმატებით რამდენიმე საათის წინ გაუშვეს, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს კი ხვალ შუადღეს მიაღწევს.

აპარატი დედამიწაზე 8 მარტს უნდა დაბრუნდეს.

მისიის მთავარი მიზანი მომავალში კოსმოსში ნებისმიერი მსურველის წაყვანა იქნება. 

დღის ამბები