18 აპრილი 2024,   14:58
ვრცლად
ქურდობის მცდელობა ხაშურში-დაკავებულია სამი პირი

ქურდობის მცდელობა ხაშურში-დაკავებულია სამი პირი. ერთ შემთხვევაში ორმა ბრალდებულმა ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადეს, რა დროსაც ისინი პოლიციამ ადგილზე დააკავა.

სამართალდამცველებმა, ასევე, ქურდობის მცდელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ბრალდებული საავტომობილო მაგისტრალის გომი-აგარის მონაკვეთზე მდებარე გარე განათების ბოძებიდან სპილენძის სადენებს იპარავდა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მოპარული 40 მეტრის სიგრძის ელექტროკაბელი.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

​ 

დღის ამბები