20 აპრილი 2024,   15:59
ვრცლად
ორმხრივი სროლა ვეჯინის ქუჩაზე - მამაკაცმა დაკავების პროცესში სამართალდამცავებს ესროლა

ორმხრივი სროლა ვეჯინის ქუჩაზე - ყაჩაღობაში ეჭვმიტანილმა პირმა დაკავების პროცესში პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და ესროლა. დამნაშავის ქმედებას სამართალდამცველების მხრიდან ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა. 

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

პოლიციის ინფორმაციით, ძალოვანებმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს და სავარაუდო დამნაშავე დევნის შედეგად დააკავეს.

დღის ამბები