25 აპრილი 2024,   19:56
ვრცლად
"არ აქვს მამუკას განცდა, რომ პროკურატურა ობიექტურად გამოიძიებს საქმეს," - ხაზარაძის ადვოკატი სკანდალური წერილისს აქმეზე საუბრობს

სკანდალურ წერილზე არსებულ ანაბეჭდებთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ლონდონიდან ექსპერტიზის პასუხს ელოდება. ზვიად კორძაძის თქმით, ამის შემდეგ საქმეში უკვე ქართველი სამართალდამცველები ჩაერთვებიან და საჭიროების შემთხვევაში საქმე ევროპის სასამართლოში წავა. რაც შეეხება გიორგი გახარიას დაკითხვას - დაიბარებენ თუ არა მინისტრს საგამოძიებო უწყებაში ამ დრომდე უცნობია, თუმცა გახარიას მომავალ კვირას დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. გიორგი გახარიას წინააღდეგ ჩვენება მამუკა ხაზარაძემ გუშინ სასამართლოში მისცა.

"არ აქვს მამუკას, ეს დააფიქსირა კიდევაც თავის ჩვენებაში განცდა, რომ პროკურატურა ობიექტურად გამოიძიებს საქმეს, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც ამ საქმესთან მიმართებაში აქვს. რა თქმა უნდა სიმართლის აქ ვერდამტკიცების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტი,"-აცხადებს ადვოკატი, ზვიად კორძაძე.

დღის ამბები