25 აპრილი 2024,   07:57
ვრცლად
სკანდალური ფილმი პოპ ვარსკვლავის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ - მაიკლ ჯექსონს პედოფილიაში ადანაშაულებენ 

სკანდალური ბრალდებები პოპის მეფის წინააღმდეგ - მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ ტელესტუდია HBO-ს  მომზადებულმა დოკუმენტურმა ფილმმა „ნევერლენდის დატოვებამ“, მისი თაყვანისმცემლები ორად გაყო. ნაწილს, ფილმში მოყოლილი ისტორიების სინამდვილეში ეჭვი არ ეპარება.

ორსაათიანი ფილმის მთავარი გმირები მაიკლ ჯექსონის ყოფილი პატარა მეგობრები უეიდ რობსონი და ჯეიმს სეიფჩაკი არიან, რომლებიც პოპ ვარსკვლავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ფილმში ორივე საჯაროდ ყვება ჯექსონთან ურთიერთობის უხამს დეტალებს. რობსონი, რომელიც დღეს ქორეოგრაფია, ირწმუნება, რომ პოპის მეფემ მას სექსუალური ურთიერთობის დამყარება 7 წლის ასაკში აიძულა.

მეორე გმირი ჯეიმს სეიფჩაკი, რომელიც პეპსის სარეკლამო რგოლში მაიკლ ჯექსონთან ერთად მონაწილეობდა, ამბობს, რომ 10 წლის იყო როდესაც მომღერალმა მასზე პირველად იძალადა.

ფილმის ეთერში გაშვების შემდეგ რობსონისა და სეიფჩაკის სკანდალურ ბრალდებებს პოპ ვარსკვლავის ოჯახმა ტელეეთერიდან უპასუხა. ჯექსონები აცხადებენ, რომ მათი მონათხრობი ვარსკვლავის ლინჩის წესით გასამართლების ტოლფასი იყო, პოპის მეფის ძმები დარწმუნებული არიან, რომ ფილმის გმირების მთავარი მიზანი, ფულის მიღებაა.

HBO-ს წინააღმდეგ მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობის განმკარგველებმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს და გარდაცვლილი პოპვარსკვლავის რეპუტაციის შელახვისთვის და კონტრაქტის დარღვევისთვის, 100 მილიონ დოლარს ითხოვენ. დოკუმენტური ფილმის რეჟისორი ირწმუნება, რომ მისი მიზანი მაიკლ ჯექსონის დისკრედიტაცია არ ყოფილა და უნდოდა ეჩვენებინა, რომ პედოფილი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს.

მაიკლ ჯექსონი ბავშვებზე სექსუალური ძალადობისთვის მართლმსაჯულების სამიზნე პირველად 1994 წელს გახდა, თუმცა მაშინ დავა 20 მილიონი დოლარით მოაგვარა. 

დღის ამბები