25 აპრილი 2024,   15:48
ვრცლად
კასპის რაიონში ქურდობისთვის 1 პირი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით 1970 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარში მოქალაქეების კუთვნილ საცავსა და ორ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია და იქ არსებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს ფარულად დაეუფლა," - ნათქვამია ინფორმაციაში. 

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ბინასა და სადგომში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

დღის ამბები