20 აპრილი 2024,   04:48
ვრცლად
ბარბი 60 წლისაა - თოჯინის იუბილის აღსანიშნავად "ემფაიარ სთეით ბილდინგი" ვარდისფრად გაანათეს

ბარბი 60 წლისაა - პოპულარული თოჯინის იუბილის აღსანიშნავად ნიუ იორკში ემფაიარ სთეით ბილდინგი ვარდისფრად გაანათეს, ღილაკზე ხელის დაჭერის პატივი კი ამერიკელ მსახიობს - იარა შაჰიდის, ერგო.

ბარბის ახალი თოჯინის ვიზუალი სწორედ მისი გარეგნობის მიხედვით შექმნეს. შაჰიდის ახალ ბარბისთან ერთად ფოტოსესიაც მოუწყვეს.

ბარბის პირველი თოჯინა ნიუ იორკის სათამაშოების ბაზრობაზე 1959 წელს წარადგინეს. ამ დროისთვის კი კომპანიას 200-ზე მეტი თოჯინა ჰყავს.

დღის ამბები