25 აპრილი 2024,   12:53
ვრცლად
ურანის გასხვისების მცდელობისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის 2 წევრი დააკავეს

ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, დანაშაულებრივი ჯგუფის 2 წევრი დააკავა.

ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. გამოძიების ინფორმაციით,
ისინი ბირთვული მასალა ურანის გასხვისებას 2 მილიონ 800 ათას აშშ დოლარად აპირებდნენ.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 5-10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები