19 აპრილი 2024,   15:59
ვრცლად
გალის რაიონში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოსვენების პროცესი მიმდინარეობს

გალის რაიონში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოსვენების პროცესი მიმდინარეობს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა, რომლითაც ცხედარს მოასვენებენ ამ დროისთვის საოკუპაციო საზღვართან, ე.წ. საგუშაგოსთან არის გაჩერებული.

საქართველოს კონტროლირებად მხარეს კვარაცხელიას ცხედარს ოჯახის წევრები, ახლობლები, წითელი ჯვრისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ელოდებიან. 

ცხედრის გადმოცემის პროცესს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსმა ოკუპანტებმა შაბათს დააკავეს. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. 

ირაკლი კვარაცხელია, ოკუპანტებმა სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საოკუპაციო საზღვართან დააკავეს და რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

"კურიერს" გალში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე უყვება, რომ ახალგაზრდა მამაკაცს გული დაკითხვისას გაუსკდა. საოკუპაციო რეჟიმი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მან თავი ჩამოიხრჩო. 

პ.ს. ფოტო-ვიდეო მასალა ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადაღებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები