23 აპრილი 2024,   17:51
ვრცლად
"ეს სწორედ არის რუსეთისადმი ამ ე.წ. დათმობების პოლიტიკის შედეგი“ - გოცირიძე კვარაცხელიას საქმეზე საუბრობს

ეს არის ხელისუფლების ე.წ. დათმობის პოლიტიკის შედეგი - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე გალში ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ გარემოებაში გარდაცვალების ფაქტს. 

გოცირიძე ამბობს,რომ ხელისუფლებას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ერთი რუსიც კი არ ჰყავს შეყვანილი, რაც იმის დასტურია, რომ ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობაში არჩეულ კურსს ე.წ. დათმობის პოლიტიკას არ ცვლის. 

გოცირიძის თქმით, ექსპერტიზის დასკვნის დადებამდე ფაქტია, რომ სიკვდილი მოჰყვა ირაკლი კვარაცხელიას  გატაცებას, გატაცება კი საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე ყოველდღიურობას წარმოადგენს, რაც ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია. 

"ფაქტია, რომ სიკვდილი მოჰყვა ამ ახალგაზრდის გატაცებას და ეს უკვე გახდა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური სატკივარი გატაცება წამება. ის, რომ ხელისუფლება არ იღებს შესაბამის ზომებს, ტატუნაშვილის სიაში ერთი რუსიც კი არ არის შეტანილი და მხოლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები არინ მოქცეული. ხელისუფლება არ დგამს ადეკვატურ ნაბიჯებს და ეს სწორედ არის რუსეთისადმი ამ ე.წ. დათმობების პოლიტიკის შედეგი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები