23 აპრილი 2024,   12:32
ვრცლად
ყაჩაღობა ავჭალა - პოლიციამ "სპარის" დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

ყაჩაღობა თბილისში - ავჭალაში მდებარე სუპერმარკეტ "სპარიზე" განხორციელებული თავდასხმისთვის, შინაგანს საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები 1998 წელს დაბადებულები არიან. 

ნიღბიანი და ცივი იარაღით შეიარაღებული პირები 20 მარტს, ღამით, ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მარკეტში შეიჭრნენ, გამყიდველებს დაემუქრნენ და თანხა მოსთხოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები