20 აპრილი 2024,   10:28
ვრცლად
აშშ-მ ევროპაში ბომბდამშენები გაგზავნა - ექვსი სამხედრო თვითმფრინავი დისლოკაციის ადგილზეა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპაში ბომბდამშენები გაგზავნა. "ბი 52" ტიპის ექვსი სამხედრო თვითმფრინავი უკვე დისლოკაციის ადგილზეა.

პენტაგონის ინფორმაციით, ბომბდამშენები საწვრთნელ ფრენებს ახორციელებენ ნატოს პარტნიორებთან ერთად. ექსპერტების შეფასებით, "ბი 52" ტიპის თვითმფრინავების ევროპაში განლაგებით, ვაშინგტონმა ძლიერი სიგნალი გაუგზავნა რუსეთს, რომელიც ყირიმის ანექსიის მეხუთე წლისთავს აღნიშნავს.

მოსკოვი კი ამერიკულ ბომბდამშენს საჰაერო სივრცის დარღვევის მცდელობაში ადანაშაულებს. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, „ბი 52” რუსეთის საზღვარს მიუახლოვდა, რის შემდეგაც ის რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა გააბრუნეს.

დღის ამბები