20 აპრილი 2024,   00:36
ვრცლად
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დაცვის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

"კურიერის" ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დაცვის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსს, ბესო შუბითიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

საუბარია საფანტიან თოფზე, რომელიც შუბითიძეს ბრაკონიერმა ესროლა. ის გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი სოფელ კარდენახის ტყის მონაკვეთში იმ დროს მოხდა, როცა გდი - ის ხელმძღვანელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციამ უკვე დაადგინა დანაშაულის ჩამდენი პირი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის II ნაწილით.

დღის ამბები