20 აპრილი 2024,   20:17
ვრცლად
ბრექსითის გარიგება - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს გადადგომას აიძულებენ

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს გადადგომას აიძულებენ. გავრცელებული ცნობით, ტერეზა მეიმ, შესაძლოა, ბრექსითის გარიგების საკუთარ ვარიანტთან დაკავშირებით მხარდაჭერა მოიპოვოს, თუ ის პოსტის დატოვების პირობას დადებს.

კონსერვატიული პარტიის წევრების განცხადებით, თუ პარლამენტარები დარწმუნებული იქნებიან, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების შემდგომ ეტაპზე ტერეზა მეი ხელისუფლების სათავეში აღარ იქნება, მათ შესაძლოა შეთანხმებას მხარი დაუჭირონ.

დოკუმენტთან დაკავშირებით, რიგით მესამე კენჭისყრა თემთა პალატაში მომავალ კვირაში უნდა გაიმართოს. გუშინ ლონდონში ახალი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, ბრექსითის მოწინააღმდეგეთა მილიონიანი აქცია გაიმართა.

 

დღის ამბები