ახალ ზელანდიაში ძლიერ შტორმს წყალდიდობა მოჰყვა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის დასავლეთ სანაპირო დააზარალა. დასახლებები და გზები დატბორილია.
ადიდებულმა მდინარემ ქალაქთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. რამდენიმეკილომეტრიანი კონსტრუქცია წამებში დაინგრა.
მსხვერპლისა და დაზარალებულების შესახებ ინფრომაცია არ ვრცელდება.
რეგიონში განგაში და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.