ვაკის პოლიციაში ის პირების გამოკითხეს, რომლებიც ამერიკულ კომპანია Herbalife-ზე თავდასხმას შეესწრნენ.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ერთი პირი შეიჭრა. თავდამსხმელი შეიარაღებული იყო და სახეზე სამედიცინო ნიღაბი ეკეთა. ის იარაღის მუქარით ფულს ითხოვდა.
Herbalife-ის თანამშრომლები ყვებიან, რომ ბოროტმოქმედმა ერთ-ერთ მათგანს თავზე იარაღიც კი დაადო და სასხლეტს გამოჰკრა, თუმცა, იარაღმა არ გაისროლა.
„მუქარა იყო, გამოკრა კიდევაც. მგონი, ტყვია არ იყო შიგნით,“ - ამბობენ Herbalife -ის თანამშრომლები.
თავდასხმა ვაკეში თამარაშვილის ქუჩაზე, კამერებით აღჭურვილ კორპუსში მოხდა. თავდასხმის მომენტში ამერიკული კომპანიის ოფისში მხოლოდ თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ. ტერორის ქვეშ იყვენენ კლიენტებიც.
„ეს იყო საშინელება. კინოში მგონია ახლაც თავი,“ - იხსენებს თავდასხმისას მაღაზიაში მყოფი ერთ-ერთი კლიენტი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე - ყაჩაღობის, მუხლით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.