07 დეკემბერი 2021,   10:24
ვრცლად
ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების საქმეზე დაკავებულ მირიან მჟავანაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. 18 წლის მოზარდს გამოძიება სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფას ედავება.

ადვოკატმა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ მჟავანაძე ვერც კი მიხვდა, რომ დანაშაული ჩაიდინა. 

ლევან დავითაიას განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვიდეოკადრები Youtube-ზე Like-ების დასაგროვებლად ატვირთა.

მოზარდის ინტერესების დამცველი ლევან დავითაია „კურიერთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მირიან მჟავანაძეს ვიდეოკადრები პირად შეტყობინებაში გაუგზავნეს და განზრახვის გარეშე Youtube-ზე საკუთარ გვერდზე ატვირთა მასალა.

Image may contain: 1 person, sitting and indoorბრალდებულის ადვოკატის, ლევან დავითაიას თქმით, მირიან მჟავანაძემ კადრები ინტერნეტსივრცეში, დაახლოებით, 10 დღის წინ ატვირთა.

ადვოკატის თქმით, როგორც წინა საქმეზე, რა დროსაც ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 18 ადამიანი დააკავეს და ამჯერადაც ვიდეოს გამგზავნი ერთი და იგივე პირია. მისი სოციალური გვერდი გამოძიებას დაბლოკილი არ აქვს.

„საკმაოდ ბავშვური, ასაკთან შესაბამისი პასუხი აქვს, რომ Youtube-ზე მუდმივად ტვირთავდა გარკვეული თემატიკის ვიდეოებს იმისთვის, რომ Like-ები დაეგროვებინა და რეიტინგული არხი გამხდარიყო. ანგარებითი მიზანი არ ჰქონია. ამ ვიდეოს გამომგზავნი ერთი და იგივე პიროვნებაა, როგორც ბატონი მჟავანაძესთან მიმართებაში, ასევე სხვა დაკავებულებთან მიმართებაში და დღემდე არხი, რომლითაც ეს პიროვნება ვიდეოებს უგზავნის, ალბათ, ყველას, ჯერაც არ არის შეზღუდული, აღკვეთილი და კვლავ ხდება ამ პიროვნებისგან ვიდეო ფაილების გავრცელება,“ - განაცხადა ადვოკატმა, ლევან დავითაიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები