25 აპრილი 2024,   02:45
ვრცლად
შეწყვეტილი ხელშეკრულება - "ბეჰლენ ინდუსტრი" საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში დავის დაწყებას გეგმავს

კანადური კომპანია საქართველოს წინააღმდეგ - "ბეჰლენ ინდუსტრი"  საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დავის დაწყებას ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში გეგმავს.

კომპანია იმ კონტრაქტის შეწყვეტას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც "ბეჰლენ ინდუსტრის" გორში, თელავსა და ბათუმში სპორტის სასახლეები უნდა აეშენებინა. 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულება სპორტის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გააუქმა. მიზეზად კი კომპანიის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები დასახელდა.

„კომპანიამ მაინც საკმაოდ გაუგებრად ხისტი პოზიცია დაიჭირა. არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საბუთები და საბოლოოდ ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ შეგვეწყვიტა ეს ხელშეკრულება,“-აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე.

ბრალდებას კანადურ კომპანიაში არ ეთანხმებიან და საქართველოს მთავრობისგან ფინანსური და რეპუტაციული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ.

დღის ამბები