25 აპრილი 2024,   11:27
ვრცლად
ეგვიპტეში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს

ეგვიპტეში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს. სამდღიანი პლებისციტის დროს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ქვეყნის მმართველობის ახალ სისტემაზე გადასვლა.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა უკვე დაუჭირა მხარი.

დოკუმენტი პარლამენტის ზედა პალატის შექმნას ითვალისწინებს, ასევე მანდატების 25 პროცენტის მოპოვებას ქალები შეძლებენ. გაიზრდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, მათ შორის, სასამართლო სისტემაზე კონტროლი პირველ პირის ხელში გადავა. ასევე, 4-დან 6 წლამდე გაიზრდება საპრეზიდენტო ვადა.

მოსახლეობის მხარდაჭერის შემთხვევაში, მოქმედ პრეზიდენს თანამდებობაზე დარჩენა 2024 წლამდე შეეძლება. ძველი რედაქციით ფატაჰ ას-სისის ვადა 2022 წელს ეწურება. ცვლილების შემდეგ კი მას მესამე ვადით არჩევის უფლება ექნება და თანამდებობაზე 2030 წლამდე დარჩება. 

დღის ამბები