16 აპრილი 2024,   14:38
ვრცლად
ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორზე მასშტაბური ავიაიერიშები მიიტანა

ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორზე მასშტაბური ავიაიერიშები მიიტანა. ქვეყნის არმიამ ჰამასისა და მისი მოკავშირე დაჯგუფების პოზიციები ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევის საპასუხოდ დაბომბეს.

გავრცელებული ცნობით, ღაზას სექტორიდან 150-ზე მეტი ჭურვი გაისროლეს. დაშავდა ორი ადამიანი, ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად კი 1 პალესტინელი დაიღუპა, 4 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავიაციის გარდა, ისრაელის არმიამ 30-ზე მეტი სამიზნის გასანადგურებლად მძიმე ტექნიკაც გამოიყენა.

დღის ამბები