20 აპრილი 2024,   07:33
ვრცლად
ტერეზა მეი ოპოზიციას ბრექსითის გარიგებასთან დაკავშირებით შეთანხმებისკენ მოუწოდებს  

ტერეზა მეი ოპოზიციას მოუწოდებს, უთანხმოება გვერდზე გადადონ და ბრექსითის გარიგებასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ. განცხადება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ არჩევნებში მმართველი კონსერვატიული პარტიისა და მთავარი ოპოზიციური გაერთიანების, ლეიბორისტების წარუმატებლობის შემდეგ გააკეთა.

კონსერვატორებმა 248 ადგილობრივი საბჭოდან 49-ზე კონტროლი დათმეს და საერთო ჯამში, ათას 300-ზე მეტი მანდატი დაკარგეს, ლეიბორისტებს კი საბჭოებში 82-ით ნაკლები დეპუტატი ეყოლებათ.

ტერეზა მეის შეფასებით, რეგიონული არჩევნების შედეგი სწორედ ბრექსითის გაჭიანურების გამო, მოსახლეობის იმედგაცრუების გამოხატულება იყო.   

დღის ამბები