20 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
შეგნებული კაპიტულაცია - სპეციალისტები რუსული "როსნეფტის" მიერ "ვისოლის" შესაძლო ყიდვას ეხმაურებიან

შეგნებული კაპიტულაცია - ასე ეხმაურებიან ფინანსისტები გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა "როსნეფტმა" "ვისოლი" იყიდოს. ავტოგასამართი სადგურების ყველაზე მსხვილი ქსელის შეძენით როსნეფტის შვილობილი კომპანია, რომელიც უკვე ფლობს გალფის ქსელს, ფაქტიურად მონოპოლისტი გახდება.

სპეციალისტების შეფასებით, ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა და რომლის ტერიტორიების 20% რუსეთს ოკუპირებული აქვს, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს უფრო ფრთხილად უნდა მოეკიდოს. ფინანსისტის, გიგა ბედინეიშვილის თქმით, ცნობილია, რომ რუსეთი ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ბერკეტს იყენებს თავისი პოლიტიკური ბერკეტების გასაძლიერებლად მთელს მსოფლიოში. აქედან გამომდინარე ბედინეიშვილის განცხადებით, საქართველოს არ აქვს იმის გარანტია რომ როსნეფტი იგივე მიზნებისთვის არ იქნება გამოყენებული.

„საქართველოს საკმარისი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ იცოდეს, რომ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობაც უშუალოდ არის მიბმული რუსეთის პოლიტიკურ მიზნებთან.  ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება იმისა თუ როგორ შეუძლია რუსეთს გამოიყენოს საქართველოს დამოკიდებულება ენერგეტიკულ სფეროში მასთან თანამშრომლობაზე. 2006 წლის ზამთარი ყველას კარგად გვახსოვს. მას შემდეგ, რაც საქართველომ გააფორმა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რუსეთთან სავაჭრო -ეკონომიკური ურთიერთობების აქტივაცია დაიწყო არნახული ტემპით, რაც არა მარტო საქართველოსნაირ სუსტ ქვეყანასთან, რუსეთს ბევრად უფრო ძლიერ ქვეყნებთანაც გამოუყენებია ეკონომიკური ბერკეტები პოლიტიკური მიზნებისთვის. ხოლო ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელთანაც რუსეთს ომი აქვს. რომლის დამოუკიდებლობას , ტერიტორიულ მთლიანობას ის არ ცნობს და აქტიურად ებრძვის. ამგვარად, ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი მიმაჩნია არა უბრალოდ დაუფიქრებლად გაკეთებულად, არამედ შეგნებულ  კაპიტულაციად რუსეთის ინტერესების წინაშე,“ -განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

”ალექსანდრე რონდელის ფონდის” უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ბადრიძე კი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული  საეჭვო საინვესტიციო გარემოთი ისეთი კომპანიები ინტერესდებიან რომლებიც ასეთ პირობებში მუშაობას მიჩვეულები არიან და ასეთია რუსეთი.

„არ ვიფიქროთ, რომ რუსულ სახელმწიფო კომპანიას შეიძლება არ ჰქონდეს რაღაც ცუდი ზრახვები, სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე. "გაზპრომისთვის“ გაზით მომარაგების დიდი ნაწილის ჩაბარება რა თქმა უნდა პანიკის საფუძველი იქნებოდა ჩემთვის მაგრამ  რაღაც ინდივიდუალური ინვესტიციები კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება  მივიჩნიოთ რომ მისაღები და უსაფრთხოა. არა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანაში განსაზღვრავს ტავის თავად  იმ ინვესტორების ხარისხსაც, რომელთათვისაც მისაღებია ამ ქვეყნების რისკი. მართლაც რაღაცნაირად არაპროპორციულად დიდი გავლენები აქვს მაგალითად ივანიშვილს და ა.შ. ეს სერიოზული ფუნდამენტური პრობლემებია. ესეთ გარემოში ისეთი ტიპის ინვესტორი შემოვა, რომელმაც იცის ესეთ გარემოში მუშაობა. ესენი არიან რა თქმა უნდა უფრო რუსები,“- განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები