20 აპრილი 2024,   07:04
ვრცლად
მსგავსი ბიოგრაფიის ადამიანების დაშვება მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე არის მიუღებელი - სალომე სამადაშვილი შენგელი ფიცხელაურზე საუბრობს

„მიმაჩნია, რომ მსგავსი ბიოგრაფიის ადამიანების დაშვება მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე არის მიუღებელი,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა სუს-ის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაურის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გააკეთა.

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პირი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის დროს ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა, არ უნდა ინიშნებოდეს მაღალ თანამდებობაზე.

„მე მიმაჩნია საერთოდ, რომ მსგავსი ბიოგრაფიის ადამიანების დაშვება მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე არის მიუღებელი და ჩვენ, რეალურად, ქვეყანაში უნდა გვქონდეს ლუსტრაციის კანონი, რომელიც აკრძალავდა უბრალოდ კანონის დონეზეც კი მსგავსი ბიოგრაფიის და პროფესიული გამოცდილების ადამიანების უშიშროების და უსაფრთხოების სფეროში საქმიანობას,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შევარდნაძის მმართველობის ჩინოვნიკი, შენგელი ფიცხელაური, ადასტურებს რომ ივანიშვილის ოჯახის ახლობელია.

"კურიერის" ინფორმაციით, ფიცხელაური სუს-ის უფროსის მოადგილედ ინიშნება, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვა დაადასტურა. ის უშიშროების სამსახურში, საგამოძიებო მიმართულებას 1998 წლამდე ხელმძღვანელობდა. ფიცხელაურმა საზოგადოებას თავი "რუსთავი2"-ს წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიებით და სპეცოპერაციებით დაამახსოვრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები