23 აპრილი 2024,   14:49
ვრცლად
კრემლის ეკონომიკური ექსპანსია საქართველოში - რუსული ნავთობკომპანიები ქართული ბაზრის ხელში ჩაგდებას ცდილობენ

კრემლის ეკონომიკური ექსპანსია საქართველოში - რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია საწვავის ქართული ბაზრის ხელში ჩაგდებას ცდილობს. „როსნეფტი“ „ვისოლის“ შეძენით არის დაინტერესებული და „კურიერის“ ინფორმაციით ეს გარიგება ფაქტობრივად შეთანხმებულია.

"როსნეფტის" შვილობილი კომპანია „პეტროკასი“ საქართველოში უკვე ფლობს, საწვავის ბაზრის კიდევ ერთ მსხვილ ოპერატორ „გალფს.“ თუკი ეს გარიგება მართლაც შედგება, მაშინ გამოდის რომ ქართულ ბაზარზე რუსული ენერგოკომაპანიები მონოპოლისტები გახდებიან. რადგან ბენზინგასამართი სადგურების სამ მთავარ ქსელს „ლუკოილს“ „გალფს“ და „ვისოლს“ რუსულ კომპანიები გააკონტროლებენ.

ბენზინგასამართ სადგურებამდე „პეტროკასმა“ „ვისოლისგან“ საწავავის ბაზარზე ოპერირების უფლება იყიდა. წლების განმვალობაში თბილისის აეროპორტში თვითმფრინავებს საავიაციო ნავთით ვისოლი ამარაგებდა, რამდენიმე წლის წინ კი მან ეს ბიზნესი „პეტროკასს“ მიჰყიდა. ასევე „როსნეფტის“ მფლობელობაშია ნავთობტერმინალი ფოთში.

"ვისოლის" მფლობელი, სოსო ფხაკაძე ბოლო სამი დღეა „რუსთავი2“- ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. „პოსტსკრიპტუმში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ დღეს „ვისოლმა“ პირველი კომენტარი გააკეთა და „პეტროკასთან“ გარიგება უარყო.

საგარეო უსაფრთხოების საკითხებსა და ეკონომიკაზე მომუშავე ექსპერტები კი პასუხს ხელისუფლებისგან ითხოვენ, რატომ გახდა რუსეთი საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, როდესაც მას საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს და რატომ შექმნა მმართველმა გუნდმა ისეთი არასტაბილური და არაგამჭვირვალე საინვესტიციო გარემო, რომ საქართველოში ფულის დაბანდებას მხოლოდ რუსული კომპანიები აპირებენ, ევროპული და ამერიკული ფირმები კი არ რისკავენ.

"როსნეფტის" შვილობილი კომპანია "პეტროკასი" სომხეთში ენერგეტიკულ სფეროს მთლიანად აკონტროლებს, მის ხელშია რკინიგზა და გადაზიდვები. რუსული გიგანტი, რომლიც ქართულ ბაზარზე უკვე წლების წინ შემოვიდა, ამჯერად შესაძლოა, კიდევ ერთი მსხვილი ბენზინგასამართი სადგურების მფლობელი გახდეს.

დღის ამბები