25 აპრილი 2024,   03:42
ვრცლად
მიანმარის ხელისუფლებამ Reuters-ის ჟურნალისტები პატიმრობიდან გაათავისუფლა

მიანმარის ხელისუფლებამ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტები პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ვა ლონს და სოე ოოს 7-წლიანი პატიმრობა სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის უკანონო მოპოვების ბრალდებით ჰქონდათ მისჯილი. საქმე  ჟურნალისტურ საქმიანობას ეხება.

აღნიშნული სააგენტოს ჟურნალისტები მიანმარის ხელისუფლების მხრიდან როჰინჯას ერის დევნის და მათზე ძალადობის ფაქტებზე მუშაობდნენ. როჰინჯას ხალხის მასობრივი მკვლელობის შესახებ პუბლიკაციებისთვის ჟურნალისტებს პულიცერის პრემიაც კი გადაეცათ.

მიანმარის ხელისუფლებამ  ჟურნალისტები სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროებისთვის გაასამართლა, თუმცა, ისინი პრეზიდენტის ამნისტიის საფუძველზე შეიწყალეს.

ჟურნალისტებმა ციხეში, თითქმის, ორი წელი გაატარეს და აცხადებენ, რომ პროფესიულ საქმიანობას დაუბრუნდებიან. 

დღის ამბები