23 იანვარი 2022,   23:24
ვრცლად
Met Gala 2019 - ვარსკვლავების და მათი ექსცენტრიული კოსტიუმების გამოფენა ნიუ-იორკში ჩატარდა

ვარსკვლავების და მათი ექსცენტრიული კოსტიუმების გამოფენა ნიუ-იორკში ჩატარდა.

ყოველწლიური საქველმოქმედო გალა საღამო მეტროპოლიტანის კოსტიუმების მუზეუმში გაიმართა და მის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე ცნობილმა მსახიობებმა, მომღერლებმა, მოდელებმა და სპორტსმენებმა ორიგინალური სტილის კოსტიუმებით ჩაიარეს.

გამორჩეული იყო ლედი გაგა, რომელიც საღამოზე გრანდიოზულ ვარდისფერ კაბაში ჩაცმული მივიდა, თუმცა, ტელეკამერების წინ მომღერალი კიდევ სამჯერ გამოჩნდა და სამივეჯერ სხვადასხვა კოსტიუმი ეცვა. ასევე ორიგინალურობით გამოირჩეოდნენ კეტი პერი, ჯარეტ ლეტო და სელინ დიონი.

Met Gala, ექსტრავაგანტული კოსტიუმების გარდა, ცნობილია ექსკლუზიური სტუმრების სიით და ძვირი ბილეთებით, რომლის ფასიც 30 ათასი დოლარს შეადგენს.

დღის ამბები