25 აპრილი 2024,   09:15
ვრცლად
მაიკ პომპეოს მოულოდნელი ვიზიტი ერაყში - სახელმწიფო მდივანი ერაყის ლიდერებს შეხვდა 

მაიკ პომპეოს მოულოდნელი ვიზიტი ერაყში - სახელმწიფო მდივნისა და ერაყის ლიდერებს შორის გამართულ შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა სწორედ ირანის საკითხი იყო. მაიკ პომპეომ მოლაპარაკებების სერიას პროდუქტიული უწოდა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ერაყმა ქვეყანაში მყოფი ამერიკელების უსაფრთხოების სათანადოდ დაცვა შეძლოს.

შეერთებული შტატების პირველი დიპლომატი გუშინ ბერლინში ჩასვლას და ანგელა მერკელთან შეხვედრას გეგმავდა, მაგრამ ბერლინში ვიზიტი ბოლო წუთს გადაიფიქრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ერაყში მიემგზავრებოდა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურს უტყუარი მტკიცებულება აქვს იმისა, რომ ირანი და მისი მარიონეტები ამერიკულ ობიექტებზე თავდასხმის გეგმას ამუშავებენ. ამის გამო ვაშინგტონმა სპარსეთის ყურეში ავიამზიდი აბრაამ ლინკოლნი გაგზავნა.

პომპეოს ვიზიტის შემდეგ კი ირანის პრეზიდენტმა ტელემიმართვა გაავრცელა, სადაც 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმებიდან ნაწილობრივ გასვლაზე ისაუბრა. 

დღის ამბები