20 აპრილი 2024,   11:10
ვრცლად
ანტისაოკუპაციო აქციაზე დაკავებული ლექსო მაჭავარიანი მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა, ხოლო კახა კვეკვესკირი უდანაშაულოდ ცნო

9 მაისს ანტისაოკუპაციო აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების ლექსო მაჭავარიანის და კახა კვეკვესკირის სასამართლო პროცესი დასრულდა.

მოსამართლემ ლექსო მაჭავარიანი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 500 ლარით დააჯარიმა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, კახა კვეკვესკირი ორივე მუხლში სრულად გამართლდა.

დაპირისპირებების დროს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით პოლიციამ ოთხი პირი დააკავა, მათ შორის ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები.

ლექსო მაჭავარიანი და კახა კვეკვესკირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისათვის დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.

დღის ამბები