20 აპრილი 2024,   11:44
ვრცლად
დავით ბაქრაძე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ოზურგეთში მოსახლეობას შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე ოზურგეთის საკრებულოს ანასეულის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ოზურგეთში მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა მათ მძიმე სოციალურ და ეკონომიკური ფონზე, მოუგვარებელ ინფრასტრუქტურულ საკითხებსა და ფაროსანას მიერ განადგურებული მოსავალზე ესაუბრნენ.

მოსახლეობამ ოპოზიციის ლიდერებს ასევე ინფორმაცია მიაწოდეს უმუშევრობის გამო, თურქეთში ადგილობრივების წასვლასთან დაკავშირებით.

მოსახლეობას კობა ზაქარეიშვილმა საარჩვენო პროგრამაც გააცნო. ადგილობრივებთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და რესპუბლიკური პარტიის წევრებიც, რომლებიც „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, კობა ზაქარეიშვილს მხარს უჭერენ.

„ოზურგეთის თითოეულ მაცხოვრებელს უნდა ესმოდეს, რომ ეს არის მათი არჩევნები, ეს არის მათი ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობის არჩევნები. ეს არის შანსი, უარი ვუთხრათ ხელისუფლებას, რომელმაც არაფერი გააკეთა ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად“ - განაცხადა ბაქრაძემ.

დღის ამბები