20 აპრილი 2024,   00:05
ვრცლად
ტაო-კლარჯეთში ქართული ტაძრის, დოლისყანის კარიბჭეში, ტუალეტის მშენებლობა შეჩერებულია - საქართველოს ელჩი

ტაო-კლარჯეთში X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის, დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტის მშენებლობის ფაქტს საქართველოს ელჩი ეხმაურება.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში, გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ თურქეთში სახელწმიფო უწყებებს დაუკავშირდნენ და გაირკვა, რომ მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალური ნებართვა არ არსებობს.

ლჩი ამბობს, რომ მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობდა, რის გამოც, ამ დროისთვის ადგილზე სამშენებლო სამუშაოები უკვე შეჩერებულია.

„საელჩო დავუკავშირდით თურქულ მხარეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ არავითარი ნებართვა არ იყო გაცემული სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან ეკლესია თურქეთის ტერიტორიაზეა და მათი პატრონაჟის ქვეშ იმყოფება, აქედან გამომდინარე, მიეცათ მითითება ადგილობრივებს, შეეწყვიტათ ყოველგვარი ღონისძიებები, რომელიც ტარდებოდა იქ. სავარაუდოდ, არანაირი ზიანი არ მიადგა,“ - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

ტაო-კლარჯეთში X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის, დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება. საგანგაშო ინფორმაციას და ფოტომასალას ისტორიკოსი ბუბა კუდავა ავრცელებს.

ფოტომასალაზე ჩანს, რომ კარიბჭეში უკვე ამოთხრილია ორმოები, ჩალაგებულია მილები, ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა და ბეტონის დასასხმელად ემზადებიან. ბუბა კუდავა ამბობს, რომ მომხდარის შესახებ, უკვე ინფორმირებულია საქართველოს საელჩო თურქეთში.

დღის ამბები