19 აპრილი 2024,   10:46
ვრცლად
ხეები პლაკატების ნაცვლად - მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატმა “სტელას ბაღში” ნერგები დარგო

მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი საარჩევნო კამპანიის განსხვავებულ ფორმას ირჩევს. ლევან იოსელიანმა წინასაარჩევნო პლაკატების დასაბეჭდად და გასაკრავად გამოყოფილი თანხებით ნერგები იყიდა. ის ხეებს მთაწმინდის სხვადასხვა ქუჩაზე დარგავს.

ლევან იოსელიანი, შტაბის ხელმძღვანელთან, ალეკო ელისაშვილთან და მხარდამჭერებთან ერთად, “სტელას ბაღში” იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და ნერგები დარგო.

დამოუკიდებელი კანდიდატი მაჟორიტარობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდებს, რომ პლაკატების გაკვრის ნაცვლად, წინასაარჩევნოდ გამოყოფილი თანხები ბუნებას მოახმარონ.

დღის ამბები