20 აპრილი 2024,   20:41
ვრცლად
ხელჩართული ჩხუბი ჰონგ-კონგის პარლამენტში - დეპუტატები მაგიდებზე ხტებოდნენ

ხელჩართული ჩხუბი ჰონგ-კონგის პარლამენტში - დეპუტატები ერთმანეთს ექსტრადიციის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების გამო დაუპირისპირდნენ.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა სხდომაზე მიკროფონისთვის ბრძოლა დაიწყეს. ისინი ჟურნალისტების თვალწინ მაგიდებზე ხტებოდნენ და ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

არეულობის დროს რამდენიმე დეპუტატი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანი დარბაზიდან სასწრაფო დახმარების საკაცითაც კი გაიყვანეს.

დღის ამბები