25 აპრილი 2024,   02:55
ვრცლად
ივანიშვილის ნათესავი სუს-ის უფროსის მოადგილედ - შენგელი ფიცხელაური თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დიდი ცვლილებებია. სუს-ის უფროსის მოადგილეებს ერთი მეორის მიყოლებით ცვლიან. ალექსანდრე ტაბატაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე შენგელი ფიცხელაურმა უკვე ჩაანაცვლა.

სპეცსამსახურებს შევარდნაძის უშიშროების სამინისტროს პენსიაზე გასული მაღალჩინოსანი ორი დღის წინ დაუბრუნდა. სანდო წყარო „კურიერს“ სუს-იდან უყვება, რომ საკადრო ცვლილებები ამით არ სრულდება, შემდეგი შესაძლოა, ალექსანდრე ბატიაშვილი იყოს. ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრმა, ანზორ ჩუბინიძემ, პრაქტიკულად, არ უარყო მოსალოდნელი ცვლილებები სუს-ში.

შენგელი ფიცხელაური სუს-ში საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა. ფიცხელაურის დაბრუნება ძალოვან უწყებებში დროში ემთხვევა მისი ივანიშვილის დანათესავებას. შენგელი ფიცხელაურის შვილი და ბერა ივანიშვილი ქვისლები გახდნენ. ბერას ქორწილის დღეს ერთმანეთს შეხვდნენ შენგელი ფიცხელაური და ბიძინა ივანიშვილი. ფაქტს შენგელი ფიცხელაური „კურიერთან“ ინტერვიუში ადასტურებს.

ამ შეხვედრიდან ორ თვეში 2019 წლის 22 იანვარს შენგელი ფიცხელაური გიორგი გახარიას მრჩევლად დაინიშნა. გახარიას მრჩევლად ფიცხელაურმა 3 თვის განმავლობაში იმუშავა და უკვე მაისში ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნეს.

სუს-ში, სადაც თანამდებობებს ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირები იკავებენ, ივანიშვილის ჩარევის გარეშე დაინიშნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სტატუსით „კურიერისთვის“ მიცემულ პირველ ინტერვიუში ირწმუნება, რომ ეს პოსტი ვახტანგ გომელაურმა პირადად შესთავაზა. 14 წლიანი პაუზის შემდეგ, ძალოვან უწყებაში დაბრუნებაზე ერთი თვის განმავლობაში ფიქრობდა, რადგან ამბობს, რომ მას ეს თანამდებობა არ სჭირდებოდა, უბრალოდ სთხოვეს.

შენგელი ფიცხელაურმა ძალოვან უწყებაში საქმიანობა 1976 წლიდან დაიწყო. იყო საბჭოთა ხელისუფლების დროს გამომძიებელი, სასამართლოს თავმჯდომარე, ბოლოს კი შევარდნაძის უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი. მისთვის გაუგებარია, რატომ გაჩნდა კითხვები მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით.  

ფიცხელაური არ აკონკრეტებს, გახადა თუ არა სუს-ში საკადრო წმენდისა და გადაადგილებების ერთ-ერთი მიზეზი რამდენიმე კვირის წინ პანკისში განვითარებული მწვავე პროცესები. თუმცა, „კურიერის“ ინფორმაციით, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან უწყებაში ცვლილებები მმართველი გუნდის ლიდერმა სწორედ დაძაბული და ხმაურიანი 21 აპრილის შემდეგ დააჩქარა.

ფიცხელაურის მისვლით სუს-ში საკადრო ცვლილებები არ დასრულებულა. სანდო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ ალექსანდრე ბატიაშვილი მოადგილის პოსტს დაემშვიდობება. ბატიაშვილი სუს-ში კიდევ ერთი მოადგილის, გრიგოლ ლილუაშვილის რეკომენდაციით მოხვდა, თუმცა სანდო წყაროს ინფორმაციით, პოსტს შესაძლოა ლილუაშვილიც დაემშვიდობოს, რომელიც გავლენიან თანამდებობაზე ივანიშვილის ჭარბი ნდობის გამო დაინიშნა. ის წების განმავლობაში „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა.

 

დღის ამბები