25 აპრილი 2024,   14:12
ვრცლად
კუბაში არასანქცირებული აქცია დაკავებებით დასრულდა

არასანქცირებული აქცია კუბაში კუბაში დაკავებებით დასრულდა. ხელისუფლების აკრძალვის მიუხედავად, ჰავანას ცენტრში ლგბტ მოძრაობის წევრებმა აღლუმის ჩატარება სცადეს.

აქტივისტებმა მოძრაობის დროშებით და სიმბოლიკით ცენტრალური პარკიდან ბულვარის მიმართულებით მსვლელობა გამართეს, რა დროსაც მათ გზა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციამ გადაუღობა.

ლგბტ მოძრაობის წევრები აღლუმს ყოველ წელს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის აქციის ფარგლებში მართავდნენ. მას ორგანიზებას რაულ კასტროს შვილი უწევდა, თუმცა წელს ხელისუფლებამ კუბის ყოფილი ლიდერის შვილს ღონისძიების ჩატარებაზე სანქცია არ მისცა. ძალოვანებმა აქციის სამი მონაწილე დააკავეს. 

დღის ამბები