19 აპრილი 2024,   02:39
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პონპეო მოსკოვში ჩადის

დემოკრატიულ პროცესების უგულვებელყოფა და საარჩევნო პროცესებში ჩარევის შეწყვეტა - ამ თემებზე მაიკ პომპეო ხვალ მოსკოვში აპირებს საუბარს. რუსეთში დაგეგმილი 2 დღიანი მოლაპარაკებების დეტალები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ტელეკომპანია CNBC-თან ინტერვიუში დააზუსტა. მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ რუსეთი არამხოლოდ შეერთებული შტატების არამედ ევროკავშირის წევრი და დასავლეთის მოკავშირე ქვეყნების საარჩევნო პროცესებში ჩაერია, რაც დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელი პრაქტიკაა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, დონალდ ტრამპმა მას ბევრი საკითხის განხილვა დაავალა. 

დღის ამბები