შვედეთის პროკურატურამ ჯულიან ასანჟთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. დღეს გახდება ცნობილი, განაახლებს თუ არა საგამოძიებო უწყება მედია ორგანიზაცია „Wikileaks“-ის დამფუძნებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს.
საქმე გაუპატიურების ბრალდებას ეხება. პროკურატურას გამოძიების განახლების მოთხოვნით ერთ-ერთმა დაზარალებულმა მას შემდეგ მიმართა, რაც ჯულიან ასანჟი გასულ თვეს ლონდონში ეკვადორის საელჩოში დააკავეს.
„Wikileaks“-ის დამფუძნებელმა 7 წლის წინ შვედეთში ექსტრადირება სწორედ დიპლომატიურ უწყებაში თავის შეფარების გამო აირიდა.