25 აპრილი 2024,   13:07
ვრცლად
სოფელ ყარაფილასთან ოკუპანტების მიერ გატაცებული 2 მამაკაცი თავისუფალია

სოფელ ყარაფილასთან გატაცებული 2 მამაკაცი თავისუფალია. ჯერჯერობით უცნობია რის სანაცვლოდ გაათავისუფლეს ოკუპანტებმა ვასილ პატარკაციშვილი და დიმიტრი სერგიშვილი. სოფელ ქვემოჭალის მცხოვრებლები, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან სატაცურის საკრეფად იყვნენ წასული, 9 მაისს გაიტაცეს. ინფორმაცია მათი დაკავების შესახებ მხოლოდ 3 დღის მერე გახდა ცნობილი. დაკავებულები ამ დრომდე ცხინვალის ციხეში იყვნენ.

ამ წუთებში ისინი გორის პოლიციაში მიჰყავთ.

დღის ამბები