19 აპრილი 2024,   14:14
ვრცლად
ირანის სულიერი ლიდერი შეერთებულ შტატებთან ომს გამორიცხავს

ირანის სულიერი ლიდერი შეერთებულ შტატებთან ომს გამორიცხავს. აიათოლა ალი ხამენეის განცხადება სახელმწიფო ტელეარხმა გაავრცელა. მიმართვაში ირანის სულიერმა ლიდერმა გაიმეორა, რომ თეირანი ვაშინგტონთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს არ გამართავს.

ერთი წლის წინ შეერთებულმა შტატებმა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება დატოვა. დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება გასულ კვირას თეირანმაც ნაწილობრივ შეაჩერა. ამის გამო ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა გამწვავდა.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ირანმა და მისმა მოკავშირეებმა შესაძლოა რეგიონში მდებარე ამერიკულ ობიექტებზე თავდასხმა მოაწყონ. ამის მიზეზად კი, სპარსეთის ყურეში ირანის მიერ სამხედრო გემების გაგზავნას ასახელებენ.

დღის ამბები