20 აპრილი 2024,   15:10
ვრცლად
სახელმწიფომ, პროკურატურამ, ყველამ შეაწმინდა ხელი - ხორავას საქმეზე დაკავებული დ.ღ-ს მამა 

„სახელმწიფომ, პროკურატურამ, ყველამ შეაწმინდა ხელი,“ - ეს განცხადება, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების საქმეზე ბრალდებული დ.ღ-ს მამამ, კახა ღლონტმა გააკეთა.

მისი შვილი სასამართლომ დღეს დამნაშავედ სცნო და ბრალდებული სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. კახა ღლონტი ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს მთელი ბრალეულობა მის შვილზე გადაიტანოს.

გაპრავებულია ეს საქმე, ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი გამოძიებული აქვთ თურმე, ეს ყოფილა ყველაფერში დამნაშავე. ესენი გვეუბნებიან, რომ ეს საქმე თქვენი შვილის გამო ვერ გამოვიძიეთ. იმას კი არ ამბობენ, რომ გაყალბებულია ჩვენებები და პროკურატურამ დაანგრია ეს ყველაფერი. მაგას არავინ არ ამბობს. ე.ი. ჩემი შვილის გამო, ანუ აურია ყველას თავგზა და ჭეშმარიტება ვერ დადგა საქმეზე, ამას გვეუბნებიან და ამას ხელი მოაწერა მოსამართლემ,“ - განაცხადა კახა ღლონტმა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების საქმეზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

პროცესზე პროკურატურა დასკვნითი სიტყვით წარდგა. განაჩენის გამოცხადებამდე სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა ბრალდებულმა. არასრულწლოვანი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში 9 თვე გაატარა, თუმცა 15 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა და გათავისუფლდა.

დღის ამბები